ჩვეულებრივი კანაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი კანაფი

ჩვეულებრივი კანაფი - (Cannabis sativa L = Cannabis ruderalis Janisch.); ოჯახი: კანაფისებრნი (Cannabaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-150 სმ სიმაღლის. სამწახნაგოვანი, ხაოიანი, ხშირფოთლიანი. ფოთლები ღეროს ქვედა ნაწილში მოპირისპირედაა განლაგებული. თათისებურ-ლანცეტა ნაკვთებად 5-9 ნაწილად არის დაყოფილი, კიდეებზე ხერხკბილა. მამრობითი ყვავილედი კენწრულია, მტევნისებური, მდედრობითი თავთავისებურია, ზედა ფოთლების უბეებში განთავსებული. მამრობითი ყვავილი მოყვითალო მწვანეა. ნაყოფი კაკალია. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ქვიან ადგილებზე, აგრეთვე მინდვრებსა და ნათესებში. გავრცელებულია ყველგან, მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები