ჩემბერლენი ოსტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსტინ ჩემბერლენი

ოსტინ ჩემბერლენი – (ინგლ. Joseph Austen Chamberlain; 16 ოქტომბერი — 16 მარტი 1937), დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე. ჯოზეფ ჩემბერლენის შვილი.

1892-დან იყო პარლამენტის წევრი;
1900-02 – ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
1902 – ფოსტის მინისტრი;
1903-05 და 1919-21 – ფინანსთა მინისტრი;
1915-17 – ინდოეთის საქმეთა მინისტრი;
1918-დან – სამხედრო კაბინეტის წევრი;
1921-22 – უპორტფელო მინისტრი;
1924-29 – საგარეო საქმეთა მინისტრი. იღვწოდა ევროპაში დიდი ბრიტანეთის პირველობისათვის, აგრეთვე, გერმანიის გაძლიერებისა და რემილიტარიზაციისათვის, რითაც უპირისპირდებოდა სსრკ-სა და საფრანგეთს. ამ პოლიტიკის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ლოკარნოს 1925 ხელშეკრულებები.
1927 წლის მაისში იყო სსრკ-თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისა (აღდგა 1929) და სსრკ-ის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ინტერვენციის მოწყობის მცდელობის ერთ-ერთი ინიციატორი.
1931 იყო საზღვაო მინისტრი.
სიცოცხლის ბოლო წლებში გამოთქვამდა შიშს გერმანიის აგრესიული მისწრაფებების გამო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები