ჩარკვიანი ჯანსუღ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯანსუღ ჩარკვიანი – (დ. 30 სექტემბერი, 1931, ცაგერის რაიონის სოფელი სურმუში — გ. 6 ნოემბერი, 2017). — პოეტი. წიგნების, თარგმანების ავტორი. მიენიჭა „სახალხო პოეტის“ საპატიო წოდება. საპატიო ნიშნის ორდენი, სსრ კავშირის ორდენი „ხალხთა მეგობრობა“, თბილისის, მცხეთის, ბორჯომის, ცაგერის და დმანისის საპატიო მოქალაქე.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1956).
სამუშაო გამოცდილება
- მწერალთა კავშირის მდივანი, თავმჯდომარე
- ჟურნალ „ცისკრის“ გამომცემელი და რედაქტორი.
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.
პრემიები
შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოეტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატები
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალრები
- ჩარკვიანები