ჩაბარუხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაბარუხიმდინარე საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე 2355 მ სიმაღლეზე. სიგრძე 6,6 კმ, აუზის ფართობი 13,2 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულობით და განსაკუთრებით შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,38 მ³/წმ.

ჩაბარუხი მოედინება ვიწრო და ღრმა კლდოვან ხეობაში. გზადაგზა იგი აჩენს არაერთ ლამაზ ჩანჩქერს ანუ მთიულურად ჩაბარუხებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაბარუხი (ჩანჩქერი, ჩხერი, ჩაქუხა) მდინარეს გაუკეთებია არაგვის შესართავის სიახლოვეს, საქართველოს სამხედრო გზასთან. წყალვარდნილის ხმიანობა საკმაოდ შორ მანძილზე ისმის. თავისი ეგზოტიკური სილამაზით იგი არაერთ ტურისტს და მოგზაურს იზიდავს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები