შჩეპკინი მიხაილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხაილ შჩეპკინი - (რუს. Михаил Семёнович Щепкин 1988-1863) - რომანტიზმის ეპოქის რუსი მსახიობი, რუსული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სწავლობდა სუჯანსკის სახალხო სასწავლებელში, სწავლის დროს, 1800 წელს პირველად ითამაშა მოახლის როლი სუმაროკოვის კომედიაში „შფოთისთავი“. 1801-1802 წლებში იყო გრაფ ვოლკენშტეინის საოჯახო თეატრის მსახიობი. ერთი პერიოდი როლების გადამწერადაც მუშაობდა. 1805 წლიდან იწყება მისი პროფესიულ სცენაზე აღმასვლა (ლუი-სებასტიან მერსიეს „ზოია“). 1816 წლიდან ხარკოვის თეატრის მსახიობია, 1822 წელს ის ბრუნდება მოსკოვში და აგრძელებს კარიერას. მას ხშირად უწევდა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული როლების შესრულება და ამ ამოცანას ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები