შტულპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შტულპი – პლასტმასის (პოლივინილქლორიდის) პროფილი მსგავსი იმპოსტისა, რომელიც გამოიყენება ფანჯრის ორი მოძრავი ფრთის დასახურად. იმპოსტისაგან განსხვავებით (იმპოსტი უძრავადაა მიერთებული ფანჯრის ჩარჩოსთან) შტულპი მიერთებულია ერთ-ერთ ფრთასთან, რომელსაც სახელური არ აქვს. შტულპიანი ფრთის გასაღებად ჯერ უნდა გაიღოს მეორე (სახელურიანი) ფრთა, ჩაიხსნას ზედა და ქვედა შპინგალეტი და შემდეგაა შესაძლებელი მისი გაღება. შტულპის უპირატესობაა ფანჯრის ღიობის სრულად განთავისუფლება (შუა დგარის გარეშე).