შეფასების მრავალკომპონენტიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეფასების მრავალკომპონენტიანობა - მრავალკომპონენტიანი შეფასება გულისხმობს იმას, რომ შეფასების თითოეული მეთოდი უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეების შეფასებას სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები იმ მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარეობს, რასაც მასწავლებელი ისახავს რომელიმე თემის შესწავლისას ან უნარ-ჩვევების გასავითარებლად. მაგალითად, მოსწავლის მიერ დაწერილი თხზულება შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ზოგადი შინაარსის ორგანიზება, კრიტიკული აზროვნება, ანალიზის სიღრმე, ენობრივი გამართულობა.