შანკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შანკო

შანკო

1 ცხენზე გარდიგარდმო გადასაკიდი, კავის მსგავსი ხის მოწყობილობა. გამოიყენებოდა სასაპალნედ ცხენზე შეშის, კვარის და სხვა მსგავსი უხეში, მოუხერხებელი ტვირთის საზიდად. შანკო ძირითადად, წყავისა და ლეკის ხისაგან მზადდებოდა. მას მხოლოდ „ალიღიან” ცხენს აჰკიდებდნენ;


2. ერთმანეთზე თავებით გადაბმული ორი ჯოხი, რომელიც თაფლისა და სანთლის გამოსაწურად იხმარებოდა. მარეთის ხეობაში მას კალი ანდა კალიში ერქვა. ჭვანის ხეობაში შანკოს მრგვალად მოხრილ ჯოხს ეძახდნენ, რომლის ბოლოებზე თივის შესაკრავი თოკი იყო გამობმული. შანკოზე თოკი ცურავდა და თივის ტვირთის შეკვრა ადვილი იყო. ღორჯომის ხეობაშიც თივის შესაკვრელ შანკოს კალიშა ეწოდებოდა. შანკოს მრავლობითი ფორმის სახით „შანკოებს”, „შანკუებსაც” ეძახდნენ.




ლიტერატურა

დავითაძე, 1973:67; 1974:46; ჯაჯანიძე, 1961.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები