ბორჯომულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შავწყალა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორჯომულა

ბორჯომულა, შავწყალა, შავწყალიმდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს მდინარეების ოშორასა და კუმისკას შეერთების შემდეგ, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ცხრაწყაროს უღელტეხილთან და ჩაედინება მდინარე მტკვარში, ქ. ბორჯომთან.

მდინარის სიგრძეა 19 კმ, საშუალო დახრილობა – 43.10, აუზის ფართობი – 168 კმ2, საშუალო წლიური ხარჯი – შესართავთან 2,41 მ3/წმ. მდინარის აუზის მნიშვნელოვანი ნაწილი განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობებით, წვიმის წყალმოვარდნებითა და ზამთრის წყალ მცირობით. მაქსიმალური ხარჯის დროს წყლის დონე მდინარეში საშუალოდ 0.7-0.9 მ-ით მატულობს, ხოლო ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში 1.3-1.5 მ-ით. ბორჯომულა ტიპური მთის მდინარეა. მიედინება ჯერ სუბალპურ ზონაში, შემდეგ წიწვიანი ტყით შემოსილ ვიწრო ხეობაში. შესართავთან მდებარეობს კურორტი ბორჯომი.

1898 წელს ხეობაში ააგეს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰესი – ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური.

ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ სახელ წოდება „ბორჯომულა” რუსული „ბორჯომკის” ქართული ვარიანტია. მდინარის ქართული სახელი კი „შავწყალი” უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს ვახუშტი ბაგრატიონის თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. შავწყალას (чёрная речка) სახელითაა იგი მოხსენიებული XIX საუკუნის ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზეც.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები