შავშურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავშურა – თეთრყურძნიანი ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ყურძნისა და საღვინე ჯიში იყო. მაღლარების სახით ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში, ფურტიოსა და ალმეს მიდამოებში იყო გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობა მის მოსავალს, უმთავრესად, ყურძნად იყენებდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ბექმეზისა და ბადაგის სახით შესქელებულ ყურძნის წვენს ამზადება.

გადმოცემებით შავშურა აჭარაში შავშეთიდან ყოფილა შემოტანილი და ზემო აჭარის ეკოლოგიურ პირობებს კარგად იყო შეგუებული. ამინდის პირობებში ვაზის ვეგეტატიური ნაწილები ნორმალურ განვითარებასაც აღწევდა. იგი საკმაოდ უხვ და ხარისხოვან მოსავალსაც იძლეოდა. ვაზი საშუალო ზრდა-განვითარების იყო.




ლიტერატურა

რამიშვილი, 1948; კახიძე, 1974:46.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები