შავლოხაშვილი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ შავლოხაშვილი – დაიბადა 1964 წლის 25 ივლისს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (1994-2008);
- წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2008-2010, 2010-2012).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №25 წალკის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.