შავი ფშუკუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shavifshukuna.PNG

შავი ფშუკუნა (ლათ. Bovis ta nigrescens Pers. რუს. Похровка чернеющая)

ნაყოფსხეული – ბურთისებრია, 2-8 სმ დიამეტრისა, ზედა მხრისკენ ოდნავ შევიწროებულია; ჯერ მოთეთროა, შემდეგ – მოშავო-მურა. გარეთა გარსი თეთრია, აპკისებრი, მალე ქრება, შიგნითა გარსი თხელია, მაგარი, პრიალა, გლუვი, ჯერ მოყვითალოა, შემდეგ – მოშავო-მურა. შიგთავსი ჯერ თეთრია, შემდეგ – ჟანგისფერი ან•მომწვანო და ბოლოს – მურა-მოწითალო.

სპორები – მუქწითელ-მურაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრი, უფერული დანამატით, 5-6 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ტყისპირებში, მინდვრებსა და მდელოზე ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, რბილობის გამუქებამდე.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები