შავი ვერხვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავი ვერხვი - (Populus nigra L.); ოჯახი: ტირიფისებრნი (Salicaceae). 30 მ-მდე სიმაღლის ხეა. მოკლე ყლორტების ფოთლები ფართო კვერცხისებურ-სამკუთხაა ან რომბის ფორმის, ქვემოდან უფრო მკრთალი მწვანეა, კიდეებზე – წვრილკბილა. ყვ. ნაყ. III-IV. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. იზრდება მდინარეების გაყოლებით, ხევებში და ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ნაფარეულის მიდამოებში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთში, იმერეთსა და ქართლში.