ყურის ტუბერკულოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურის ტუბერკულოზი — ამ დაავადების გავრცელება, მიუხედავად იმისა არის ეს მეორადი თუ პირველადი დაზიანება, ანუ, არის თუ არა პაციენტი ტუბერკულოზის მატარებელი თუ ეს თავიდანვე ყურიდან დაიწყო, ყოველთვის ხდება ან ლორწოვანი ან ლიმფური გზებით. იშვიათად, შესაძლებელია პირდაპირი ძვლოვანი დაზიანებაც.

კლინიკა

თუ საქმე გვაქვს ტუბერკულოზით უკვე დაავადებულ პაციენტთან (იგულისხმება ფილტვის, ხორხის, ძვლის ტუბერკულოზი), მაშინ ყურის ქრონიკული ანთება ეჭვებს ტუბერკულოზურ ეტიოლოგიაზე ადვილად ბადებს. მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს ყურის პირველად ტუბერკულოზთან, მაშინ კლინიკა ძალიან გავს ქრონიკულ ან გახანგრძლივებულ მწვავე ოტიტს.

ტუბრკულოზზე ეჭვს ბადებს:

— უეცარი და აუხსნელი ლაბირინთიზაცია ან კოხლეარული ნიშნები;
სახის ნერვის პარეზი არაანთებად ყურზე, როდესაც ის ოპერაციიდან 4-8 დღეში ვლინდება;
— ოტოსკოპიით შემოწმებისას ნეკროზული და არაჩირქოვანი ქსოვილის არსებობა;
— ნებისმიერი, არასტანდარტულად გახანგრძლივებული ოტიტი;

ყველა ამ გამოვლინებას შორის, სასწრაფოდ არის სამკურნალო სახის ნერვის დაზიანება, რათა სამუდამოდ არ მოხდეს მისი ფუნქციის მოშლა.

დიაგნოზი

აუცილებელია ყოველთვის გამოვრიცხოთ ტუბერკულოზის არსებობა. საბოლოო დიაგნოზის დასმა ხდება კოხის ბაქტერიის აღმოჩენის შემდეგ, რაც დასტურდება რამდენიმე კვირის შემდეგ, ბაქტერიოლოგიური და პათანატომიური კვლევით.

ყურის ტუბერკულოზზე სერიოზული ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა სპეციფიკური ანტიბიოტიკების ხმარება. მათი ეფექტურობა ტუბერკულოზური დაავადების არსებობის კიდევ ერთი დასტური იქნება.

ფაციალისის შემთხვევაში, რეკომენდებულია სტეროიდული პრეპარატის (Medrol) დამატება. მისი უშედეგობის შემთხვევაში, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა ნერვის დეკომპრესიისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სახის ნერვის ფუნქციის პერმანენტული მოშლა.

NOTA BENE
  • ნებისმერი ქვემწვავე ოტიტის დროს, როდესაც მათი მკურნალობა უშედეგოა, აუცილებელია გამოირიცხოს ყურის ტუბერკულოზი;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები