ყოფითი ჟანრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყოფითი ჟანრი – სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომლის საგანს შეადგენს მხატვრისათვის თანადროული ყოველდღიური, კერძო და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები. ყოფითი ჟანრი მჭიდრო კავშირშია ისტორიულ, ბატალურ და პორტრეტის ჟანრებთან. ყოფითი ჟანრის შინაარსი და საზღვრები, აგრეთვე მისი ადგილი ხელოვნების სხვა ჟანრების სისტემაში, ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულია. ყოფითი ჟანრის აყვავება, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დემოკრატიული ტენდენციების განვითარებასთან ხელოვნებაში და მხატვრების მიერ ხალხის ცხოვრების თემებისადმი მიმართვასთან.