ყიფიანი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ ყიფიანი – (დ. 26 ნოემბერი, 1927, ზესტაფონი — გ. ოქტომბერი, 2009).
განათლება – სსრკ იურიდიული ინსტიტუტი (მოსკოვი, 1952).
სამუშაო გამოცდილება
- პროკურატურის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე;
- საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, პირველი მოადგილე (1990-99).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.