ყვითელი პაჭიჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
YvitelipaWiWa.PNG

ყვითელი პაჭიჭა ( ლათ. Lactarius scrobiculatus Fr რუს. Груздь жёлтый)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამოზნექილი, შემდეგ – ძაბრივით ჩაღრმავებული, ზედაპირი ქეჩოვან-ბეწვებიანია, ლორწოვანი, ყვითელი, უფრო ღია ფერის კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები მოყვითალოა.

ფეხი – 4-6 სმ სიგრძისა და 3-4 სმ სისქისაა, ძირში ოდნავ ბუსუსიანია, ლორწოვანი ზედაპირით და ჩაღმავებული ადგილებით, ყვითელია.

რბილობი – თეთრია, ხელის დაჭერისას ყვითლდება, გამოყოფს თეთრ, რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე ყვითლდება, ძალიან მწარე და ცხარეა.

სპორები – ფართო ელიფსისებრია, 8-9X7მკმ. სპორების მტვერი თეთრია.

იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად დამწნილებული, წინასწარ დალბობის შემდეგ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები