ყველის დედა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყველის დედა – კვეთი, რძის ჩასაკვეთად გამოყენებული ხსნარი.
საქონლის კვეთს დაამარილებდნენ და გაახმობდნენ, შემდგომ ქილაში ჩადებდნენ, ზემოდან მაწვნის შრატს დაასხამდნენ და ერთი კვირით თბილ ადგილზე გააჩერებდნენ. ცალკე შეამზადებდნენ გამოხდილ და გობზე დასხმულ, შემჟავებულ რძეს, რომელსაც შრატში ჩაგდებულ კვეთს დაასხამდნენ, მოურევდნენ და დაელოდებოდნენ. შემჟავებულ რძეს პერიოდულად მანამდე უმატებდნენ, სანამ არ ჩაიკვეთებოდა ანუ სანამ არ შედგებოდა.
ლიტერატურა
სამსონია, 1986:81.