ყეინიშვილი ნანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნანა ყეინიშვილი – დაიბადა 1962 წლის 19 ოქტომბერს ახმეტაში. — ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1986); ასპირანტურა (1988).
სამუშაო გამოცდილება
- ბიზნეს საქმიანობა.
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი (2001-2012).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
საპატიო წოდება
- აკადემიური დიდი ჯვარი - იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მუსიკის, ხელოვნების და მეცნიერებათა აკდემიის საპატიო წოდება (2005)
- აუგუსტო პინოდის სახელობის საპატიო მედალი (2012)
- კარლოს ჩაგას სახელობის ორდენი (2005)