ყარღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარღანი

ყარღანი – (Salsola ericoides M. Bieb.); ოჯახი: ნაცარქათამასებრნი (Chenopodiaceae). 60 სმ-მდე სიმაღლის ბუჩქბალახია, ლეგა, შემოდგომაზე შავდება, ძლიერ დატოტვილი; ნორჩი ყლორტები მოკლე შებუსვითაა, უფრო ძველი ყლორტები კი შიშველია; ფოთლები მორიგეობითია, ხორცოვანი, ნახევრად ცილინდრული, ბლაგვი, მჯდომარე, შიშველი, დიდხანს რჩება ტოტებზე. ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული თავთავისებურ ყვავილედებში, რომლებიც საერთო საგველაშია შეკრებილი; ყვავილსაფრის ნაკვთები შიშველია, ფართო სიფრიფანაკიდეებიანი, ხასიათდება მორუხო ფერის სიფრიფანა ფრთებით, რომელთაგან ორი თირკმლისებური მოყვანილობისაა, დანარჩენი – უკუკვერცხისებურიდან ხაზურამდე. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება მლაშობ, ქვიან ადგილებში, დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია ქვემო ქართლში, თბილისის მიდამოებში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები