ყარა-ბაფიი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარა-ბაფიჲ (ნოღ. Къара-бапий – „შავი იხვი“) – ნოღაური მითიური იხვი, დაკავშირებული კოსმოგონიურ რწმენა-წარმოდგენებთან.

გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად იყო მხოლოდ ცა – თანგრი – და მისი თანამგზავრი უმაჲ. უმაჲს ჰყავდა ორი ფრინველი – თეთრი გედი და შავი იხვი. თეთრმა გედმა წყლით სავსე კვერცხი დადო, რომელშიც იხვი დაცურავდა, მაგრამ რაღაც ძალა ქვემოთეზიდებოდა. იხვმა წყლის სიღრმეში არსებული ლამი და სილა მაღლა ამოზიდა და ბუდე გაიკეთა. ბუდის გარშემოც ლამი და სილა დაყარა (ამიტომაც ცხვირი წითელი აქვს) და მიწა შექმნა. ამის უფლება კი არ ჰქონდა. შეეშინდა რა დასჯის, წყალში ჩაყვინთა და ქვესკნელში ჩავიდა.


ლიტერატურა

Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები