ყაზახური არხარომერინოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kazaxuriarxaromerinosi.PNG

ყაზახური არხარმერინოსი - ახალი ნაზსაწმისიანი ჯიშია; გამოყვანილია ყაზახეთის მთიანი რაიონებისათვის ნახსაწმისიანი ნერბების შეჯვარებით გარეულ ცხვართან (არხარი) და ნაჯვარი ინდივიდების შემდგომი ხალასი მოშენებით (ერთმანეთთან შეწყვილებით), რაც, დაახლოებით, მესამე თაობამდე წარმოებდა.

ეს ცხვარი ტანადია, ნერბების ცოცხალი წონა 65 კილოგრამია, ყოჩებისა 90-100 კილოგრამი. უდიდესი ცოცხალი წონა ნერბებში 82 კილოგრამს აღწევს, ხოლო ყოჩებში 108 კილოგრამს. კარგი მეხორცულობის თვისებებით, ადრეულობითა და ნაყოფიერებით (100 ნერბზე 140 კრავი) გამოირჩევა. კარგად არის შეგუებული მთელი წლის მანძილზე საძოვრულ პირობებში შენახვას; მოძრავია, ენერგიული, კარგად იყენებს საძოვრის ბალახნარს და ადვილად სუქდება. კარგად იტანს სიცივეს. უმეტეს შემთხვევაში არ ახასიათებს კანის ნაოჭები.

ნერბების კანძის წონა 3,5-5,0 კილოგრამია, ყოჩებისა 6,0-7,0 კილოგრამი. კანძის უდიდესი წონა ნერბებმი 5,4 კილოგრამს აღწევს, ყოჩებში კი 7,5 კილოგრამს. მატყლი სინაზით 64-70 ხარისხისაა და კარგი ტექნიკური თვისებები აქვს. სიგრძით 7–8.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები