ღოჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღოჯი – სარტყამ-საჭრელი წაგრძელებული ინსტრუმენტი ლითონის ან ქვის დასამუშავებლად, რომელსაც ერთ ბოლოზე წამახვილებული მჭრელი პირი აქვს, ხოლო მეორეზე – ჩაქუჩის, სანგის, პერფორატორისა და მისთ. სარტყამი თავი. ღოჯია დასამზადებლად გამოიყენება მაღალი სიმტკიცის ინსტრუმენტალური და კონსტრუქციული თერმულად ნაწრთობი ფოლადი. განივკვეთით შეიძლება იყოს მრგვალი, მართკუთხა ან მრავალწახნაგა.