ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი - (K70.3), (alcoholic cirrhosis), ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების მძიმე ფორმა, რომელიც ხასიათდება ნეკროზით, ღვიძლის სტრუქტურის მუდმივი დეფორმაციით, ფიბროზული ქსოვილისა და რეგენერაციული კვანძების ჩამოყალიბების გამო. ეს წმინდა ჰისტოლოგიური განსაზღვრებაა, მაგრამ დიაგნოზი ხშირად კლინიკური სურათით ისმება.

ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი ვითარდება უმეტესად 40-60 წლის ასაკში, ალკოჰოლის დაახლოებით 10 წლიანი მოხმარების დროს, იგულისხმება იმ რაოდენობის ალკოჰოლურ სასმელების მოხმარება, რომელიც გამოიხატება ტერმინით – ალკოჰოლის მოხმარება მავნე გამოსავალის რისკით.

ამ დროს აღინიშნება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნები და ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ასციტი, წვივების შეშუპება, სიყვითლე, სისხლჩაქცევები, სისხლდენები საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან და, ჰეპატარგიული ენცეფალოპათიის შედეგად, ცნობიერების დაბინდვა და სტუპორი. ავადმყოფთა 30% დიაგნოზის დასმის პერიოდში იმყოფება „მყარად კომპენსირებულ“ მდგომარეობაში და გააჩნია ისეთი არასპეციფიკური ჩივილები, როგორიცაა: ტკივილი მუცლის ღრუში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, წონის დაკლება, კუნთების ატროფია, ზოგადი სისუსტე. 15%-ს უვითარდება ღვიძლის კიბო, როგორც მოგვიანებითი გართულება.

ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი ცნობილია აგრეთვე „პორტალური ციროზის“ და „ლაენეკის ციროზის“ სახელით, თუმცა, აღნიშნული ტერმინები ზოგჯერ არ უკავშირდება ალკოჰოლურ ეტიოლოგიას.

არატროპიკულ ქვეყნებში, სადაც ალკოჰოლი მოიხმარება მნიშვნელოვანი რაოდენობით, იგი უმეტეს შემთხვევაში ღვიძლის ციროზის გამომწვევი მიზეზია. ვინაიდან ალკოჰოლის მოხმარება ხშირად არ ფიქსირდება, მისი გავრცელების მაჩვენებლად მიიღება ღვიძლის ციროზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი და არა „ალკოჰოლიზმით გამოწვეული ღვიძლის ციროზი“.



იხილე აგრეთვე

ჯელლინეკის ფორმულა

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები