ღვინერია შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღვინერია შოთა

ღვინერია შოთა – (Gvineria shota), ქართველი დიპლომატი, 2010-2014 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში.

დაიბადა: 1 სექტემბერი, 1980 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
2014-2015 – აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სტრატეგიულ სწავლებათა მაგისტრი;
2004-2005 – მადრიდის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი;
2000-2001 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საჯარო მოხელის მაგისტრი;
1996-2000 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საჯარო მოხელის ბაკალავრის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება:
2019-დან – ბალტიის თავდაცვის კოლეჯი, ლექტორი;
2017-დან – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, უფროსი მკვლევარი;
2017-2018 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, მდივნის მოადგილე;
2016-2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებთა ელჩი;
2015-2016 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში;
2014 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2009-2010 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი;
2008-2009 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველოს უფროსი;
2006-2008 – საქართველოს მისია ნატო-ში, მრჩეველი;
2001-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტი; სხვადასხვა თანამდებობები.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები