ღვარცოფშემაკავებელი კაშხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვარცოფშემაკავებელი კაშხალიღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ერთ-ერთი ტიპი. გათვლილია ღვარცოფის შეჩერებაზე, მისი მყარი ჩანართის აკუმულირებასა და ღვარცოფის თხევადი ჩანართის ორგანიზებულ ჩაშვებაზე.

ღვარცოფშემკავებელი კაშხლების კონსტრუქციები შეიძლება იყოს მასიური – ბეტონის, რკინაბეტონის, ქვის წყობის, გრუნტის ან გამჭოლი (გისოსისებრი), ანაკრები რკინაბეტონის ან ფოლადის ელემენტებისაგან. ღვარცოფული გამოტანის მასის მოცულობიდან გამომდინარე, ღვარცოფშემაკავებელი კაშხალის სიმაღლე მერყეობს 10-15 მ-დან 100-150 მ-მდე. მისი გაანგარიშება ხდება ისე, რომ მოხდეს მყარი მასალის გამოტანის სრული აკუმულაცია, მიღებული საანგარიშო უზრუნველყოფით. ღვარცოფული ნაკადის მყარი მასა, რომელიც დალექილია ღვარცოფშემკავებელი კაშხლის ზედა ბიეფში განლაგებულ ღვარცოფსაცავში, პერიოდულად საჭიროებს გაწმენდას. ღვარცოფშემაკავებელი კაშხალი, სხვა სახის ნაგებობებთან და მელიორაციულ ღონისძიებებთან ერთად, წარმოადგენს ერთადერთ და ძირითად ღვარცოფსაწინააღმდეგო საშუალებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები