ღვარცოფული აუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვარცოფული აუზი – წყალშემკრები აუზი, რომლის საზღვრებში ხდება ღვარცოფული ნაკადების ფორმირება და მოძრაობა მთავარ კალაპოტში. ღვარცოფული აუზი პირობითად, იყოფა სამ მორფოდინამიკურ ზონად. ესენია: ღვარცოფების ფორმირების, ტრანზიტისა და აკუმულაციის ზონები. ღვარცოფების ფორმირების ზონას ღვარცოფული აუზის ზედა ნაწილი უკავია; ამ უბნებზე შეიმჩნევა ღვარცოფის მოქმედების კვალი და თვით უბნები ღვარცოფწარმოქმნის პოტენციურ კერებს წარმოადგენს. ტრანზიტული ზონისათვის, რომელიც განლაგებულია აუზის შუაწელში, დამა-ხასიათებელია ღვარცოფული ნაკადების მოძრაობის ნიშნები – ღვარცოფული კვლებისა და ტერასების ფრაგმენტები. აუზის მორფოლოგიიდან და გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, ტრანზიტულ ზონაში ეროზიის ხარჯზე ღვარცოფული ნაკადის სიმძლავრემ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ან შემცირდეს – აკუმულაციის შუალედური ფორმების ფორმირების დროს. აკუმულაციის ზონაში (აუზის შესართავის მიმდებარე ნაწილი) ხდება გამოტანილი მასის დალექვა, ხშირად, ღვარცოფის გამოტანის კონუსის სახით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები