ღაჭავა გელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელა ღაჭავა

ღაჭავა გელა − (1966), ქართველი მწერალი, მხატვარი, ფოტოგრაფი. დაიბადა გალში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის 107-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ფილიალი ქსოვილის მოხატვის სპეციალობით. 1985 წელს მუშაობდა ქ. სენაკის კინოთეატრ „რუსთაველის” მხატვრად; 1988 წელს იყო სენაკის რაიონის სოფელი ზანის კულტურის სახლის დირექტორი. 1992 წელს ჩამოაყალიბა ალტერნატიული ხელოვნების გაერთიანება „ბონზო კლუბი”, რომლის ძირითადი მიზანი იყო პაროდიული ფორმით გამოევლინა ორგანიზაციის წევრთა შემოქმედება; 2007 წლიდან მუშაობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხატვრად; აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რედაქციებთან, როგორც მხატვარი და ფოტოგრაფი; წერს მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებიც ქვეყნდება პერიოდულ პრესაში; გამართული აქვს 14 პერსონალური და 5 ერთდღიანი გამოფენა თბილისში, ქუთაისში, სენაკსა და ზუგდიდში.




წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები