ქურყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქურყა (ინგ. Куркъа) – ღმერთთან მებრძოლი კულტურული გმირი, სესქა სოლსას ვაჟი ინგუშურ მითოლოგიაში. იგი ადამიანებისთვის ჭექა-ქუხილის ღვთაება სელას ცხვრებს, წყალსა და საცხოვრებლის ასაშენებელ მასალას სტაცებს (ვარიანტი:ცეცხლს სტაცებს თყას). ამ ფრიად სარისკო საქმეში მას ეხმარება სელას შვიდი ვაჟი, რომლებსაც ღვთაებასთან მისასვლელი გზის დაცვა ევალებათ. განრისხებულმა სელამ ქურყა რკინის ჯაჭვით კლდეს (ვარიანტი: ყაზბეგის მწვერვალს) მიაბა და მიუჩინა არწივი, რომელიც გმირს ყოველდღიურად გულს უკორტნის. მიჯაჭვულ გმირს დარაჯად უდგას სელას ცოლი — ფურყა. თუ ვინმე ამ უკანასკნელის მიერ მოხაზული მაგიური წრის გადალახვას შეეცდება, ფური მას უფსკრულში გადაჩეხავს.


ლიტერატურა

  • Светлов В. Я. Сочинения. Т. 2. СПб., 1910;
  • Дахкильгов И. А. Ингушский нартский эпос. Нальчик, 20012;
  • მისივე, Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
  • Далгат У. Б. Общие основы чечено-ингушского эпоса.URL: http: // www.Chechen.org /.../ 67-dalgat-u.b.-bshie-osnovy-checheno-ingushckogo.htmI;
  • Г. Халухаев, А. Кузнецова. Ингушский нартский эпос: структура и место вмировом фольклоре. М., 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები