ქრონოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონოსი(ბერძნ.) დროის განსახიერება. ქრონოსის თაობაზე შედარებით სრულ ინფორმაციას ვპოულობთ ორფიკოსთა მოძღვრებაში. მათი აზრით, ქრონოსისაგან იშვნენ ცეცხლი, ჰაერი და წყალი. ამ სტიქიათაგან კი გაჩნდნენ ღვთაებათა მთელი თაობები. ასე რომ, ქრონოსი, შესაძლებელია მივიჩნიოთ სამყაროს დასაბამად.

ძველ საბერძნეთში ზოგჯერ ქრონოსს კრონოსთანაც აიგივებდნენ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელების მსგავსი ჟღერადობა გააჩნდათ.

რომაელებმა კრონოსს უწოდეს სატურნუსი და დროის განმასახიერებელი ფუნქცია მიანიჭეს.

თანამედროვე ხელოვნებაში ქრონოსს ხანდაზმულ კაცად წარმოადგენენ და მას ხელში უჭირავს ცული, ყველაფრის მოცელვის, ყველაფრის წარმავალობის სიმბოლო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები