ქრონიკული შიზოფრენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული შიზოფრენა - ქრონიკული ფორმის შიზოფრენიის დამახასიათებელი სიმპტომები მწვავე შიზოფრენიის სიმპტომებიდან ძალიან განსხვავებულია: აპათია, მოტივაციისა და ინტერესების ნაკლებობა, სოციალური იზოლაცია. ამ სიმპტომებს ნეგატიურ სიმპტომებს უწოდებენ და მათი განვითარების შემდეგ პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილი გამოდის მდგომარეობიდან.

სარჩევი

ქრონიკული შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ნიშნების სიხშირე

ნიშნები სიხშირე (%)
სოციალური იზოლაცია 74
დაქვეითებული აქტივობა 56
საუბრის იშვიათად წარმართვა 54
ინტერესთა სფეროს შეზღუდვა 50
შენელება 48
ზედმეტი აქტივობა 41
უცნაური აზრები 34
დეპრესია 34
უცნაური ქცევა 34
გარეგნობის უგულებელყოფა 30
უცნაური პოზა და მოძრაობები 25
ძალადობის საშიშროება 25
კვებითი ჩვევების გაუარესება 13
სოციალურად მიუღებელი ქცევა 8
უცნაური სექსუალური ქცევა 8
სუიციდის მცდელობა 4
შეუკავებლობა 4

ქრონიკული სინდრომი

მწვავე სინდორმის „პოზიტიური“ სიმპტომებისგან განსხვავებით, ქრონიკულ სინდრომს ახასიათებს „ნეგატიური“ სიმპტომები, როგორებიცაა დაქვეითებული აქტივობა, მოტივაციისა და ინტერესების ნაკლებობა, ემოციური გასადავება და აზროვნების დარღვევები.

ეს ჩამონათვალი მოიცავს ზოგიერთ ნეგატიურ სიმპტომს, რომელსაც ხშირად „დეფექტურ მდგომარეობად“ მოიხსენიებენ. ყველაზე გამოხატული თავისებურებაა ნებელობის დაქვეითება, რაც ვლინდება იმაში, რომ იზღუდება მოტივაციისა და ინტერესთა სფერო. თავის ნებაზე მიტოვებული პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება სრულიად უმოქმედო იყოს ან აკეთებდეს განმეორებად, უმიზნო საქმეს. იგი, უპირატესად, განმარტოებულია, რაც ისე აუარესებს მის სოციალურ ქცევას, რომ ხშირად იწვევს ირგვლივმყოფების გაოგნებას. პაციენტი შეიძლება სათანადოდ ვერ უვლიდეს თავს. ჩაცმულობა, განსაკუთრებით ქალების, შეიძლება იყოს საგულდაგულოდ შერჩეული, მაგრამ რაღაცით უჩვეულო. ზოგი პაციენტი აგროვებს და იმარაგებს ნივთებს, რის გამოც მათი საცხოვრებელი ადგილი გადატენილი და ბინძურია. სხვები არღვევენ საზოგადოების მყუდროებას უცხო პირთან ინტიმური საუბრის გაბმით ან ხმამაღალი ყვირილით. ასეთი ქცევა შეიძლება გაუუარესდეს ხანდაზმულ პაციენტებს კოგნიტური დაქვეითების შედეგად.

მეტყველება დარღვეულია და ასახავს აზროვნების პათოლოგიას, რაც მწვავე მდგომარეობაშიც ვლინდება. ემოციები, ჩვეულებრივ, გასადავებულია, ხოლო ემოციის არსებობისას, უპირატესად, აღინიშნება ინკონგრუენტულობა (შეუსაბამობა). ხშირია, თუმცა ყოველთვის არ გვხვდება, ჰალუცინაციები და ბოდვები. ამ სიმპტომების არსებობისას პაციენტს მათ მიმართ უმნიშვნელო ემოციური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, პაციენტი დარწმუნებულია, რომ დევნიან, მაგრამ არც ეშინია და არც ბრაზობს.

ვითარდება სხვადასხვა მოტორული დარღვევები: სტერეოტიპია, მანერიზმი ან სხვა კატატონური სიმპტომები და დისკინეზიები (გვ. 18, Hamilton, 1984). დისკინეზიები უპირატესად, მაგრამ არა ყოველთვის, ანტიფსიქოზური პრეპარატების ხანგრძლივი მიღების შედეგად ვითარდება

ქრონიკული შიზოფრენიის დროს ისევე, როგორც მწვავე შიზოფრენიის შემთხვევაში, სიმპტომები და დაავადების ნიშნები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს პოზიტიური სიმპტომატიკა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მკურნალობის შეწყვეტა ან ცხოვრებისეული მოვლენები.

სამი კლინიკური სინდრომი

ლიდლი (Liddle, 1987) სწავლობდა ქრონიკული შიზოფრენიის მქონე პირებს და გამოავლინა ურთიერთგადამფარავი სამი კლინიკური სინდრომი, რომლებსაც უწოდა რეალობის დამახინჯება, დეზორგანიზაცია და ფსიქომოტორული გაღარიბება (ცხრილი 12.3). თანამედროვე კვლევები ადასტურებს ამ მონაცემებს. ლიდლმა მიუსადაგა სიმპტომთა ეს კლასტერები ნეიროფსიქოლოგიური დეფიციტის პატერნებს და რეგიონალურ ცერებრულ სისხლის მიმოქცევას (Liddle et al., 1992). ყველაზე ხშირი დუბლირებული აღმოჩენაა კავშირი ფსიქომოტორულ გაღარიბებას, შუბლის წილის ამოცანების გაუარესებულ შესრულებასა და ფრონტალური მიმოქცევის ნაკადის შემცირებას შორის.

სინდრომი სიმპტომი რეგიონალური ცერებრული სისხლის მიმოქცევის კორელაცია ფსიქოლოგიური ტესტის შესრულების დეფიციტი
სინამდვილის დამახინჯება ბოდვა, ჰალუცინაცია მარცხენა მედიალურ ტემპორალური წილი,

სარტყლისებრი ხვეულის ქერქი

თვითმონიტორინგის დარღვევები
დეზორგანიზაცი ასოციაციური პროცესის აშლილობა, შეუსაბამო აფექტი, უცნაური ქცევა სარტყლისებრი ხვეულის წინა ნაწილი, მარჯვენა ვენტრალურ-ფრონტალური კორტექსი, ბილატერული პარიეტალური

უბანი

სელექციური ყურადღების დაქვეითება
ფსიქომოტორული გაღარიბება გასადავებული აფექტი, სპონტანური მოძრაობების შემცირება ფრონტალური კორტექსში დაქვეითებული აქტივობა სიტყვების განზოგადების ტესტი დაგეგმვის ტესტები


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები