ქრონიკული ოტიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული ოტიტები — ქრონიკული ოტიტები ოტოლოგიაში საკმაოდ დიდ სეგმენტს წარმოადგენს. ამ ცნების ქვეშ იგულისხმება ყურის ყველანაირი ჩირქოვანი პათოლოგია, რომელიც 3 თვეზე მეტხანს გრძელდება.

როგორც წესი, პროცესი ამ დიაგნოზის დასმამდე დიდი ხნით ადრეა დაწყებული და პროგრესირებს.

ზოგი ქრონიკული ოტიტი სპონტანურად იკურნება და ზოგი სპეციალურ მკურნალობას მოითხოვს.

ოტიტების მიმდინარეობა ნელია და არ გამოირჩევა მძიმე კლინიკური ნიშნებით, თუ არ ჩავთვლით სმენის დაქვეითებას და ოტორეას.

როდესაც ანთებითი პროცესი ქრება, რჩება სმენის დაქვეითება და შუა ყურის სტრუქტურის დაზიანება.

არსებობს ისეთი ქრონიკული ოტიტები, როდესაც სპონტანური განკურნება არ ხდება და დაავადება შესაძლოა გართულდეს მენინგიტით, ცერებრალური აბსცესით და სიკვდილითაც კი დასრულდეს.

ასეთი ოტიტები, როგორც წესი, ქოლესტეატომური პროცესით არის გართულებული და ყოველთვის ითხოვს ოპერაციულ ჩარევას.

ქრონიკულ ოტიტებს ასეთი კლასიფიკაცია შეიძლება მოვარგოთ:

— ოტიტის ნარჩენი მოვლენები;
— პროგრესირებადი ოტიტები, რომელიც ორი ტიპის არის:
  1. ქრონიკული – ჩვეულებრივი, უსაფრთხო ოტიტი ანთებითი ლორწოვანი გარსით;
  2. ქოლესტეატომური – რომელსაც გააჩნია გართულების საშიშროება;

ქოლესტეატომური ქრონიკული ოტიტის განვითარება ნების- მიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი ქრონიკული ოტიტის რეგულარული კონტროლი (წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ).

ქრონიკული ოტიტების ფიზიოპათოლოგიური მოვლენები დღესაც ბევრ კითხვას ბადებს და არ არის სათანადოდ შესწავლილი.

შესაძლოა ქრონიკული ოტიტის მწვავეში გადასვლა უმიზეზოდ.

ოტიტის ქრონიკულში გადასვლას იწვევს:

— ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია და ანთებები;
— ალერგია, იმუნური სისტემის დისფუნქცია;

ნებისმიერი ქრონიკული ოტიტის დროს, აუცილებელია ზედა სასუნთქი გზების სრული გამოკვლევა. ამ კვლევის შედეგად, შესაძლოა მივაგნოთ ოტიტის გამომწვევი მექანიზმის მიზეზს და მისი აღმოფხვრის შემთხვევაში ოტიტი განიკურნება.

წარწერის ტექსტი

ევსტაქის მილის დისფუნქციის გამო, ხშირად ქირურგიული ჩარევა უშედეგოდ მთავრდება. სამწუხაროდ, ამ პათოლოგიის ეფექტური მკურნალობა ჯერ არ არის აღმოჩენილი.

ცხვირ-ხახაში ინფექციურ-ქრონიკული პროცესების გამომწვევი, უმეტესწილად, არის Pseudomomas და Staphylococcus.

ამის გამო, აუცილებელია ქრონიკული ოტიტების ბაქტერიული კვლევის შედეგების გათვალისწინება. ქრონიკული ოტიტების ანტიბიოტიკოთერაპია ყოველთვის (გამწვავების გარდა) ადგილობრივია და ხანგრძლივ ხასიათს ატარებს.

დახურილი დაფის აპკის მქონე ოტიტებში პროცესი დაფის აპკის უკან, ფარულად შეიძლება მიმდინარეობდეს. ღია დაფის აპკის შემთხვევაში, შესაძლოა მხოლოდ მცირე სისველის არსებობა.

ამ ყველაფრის აღწერით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ოტორეა არ არის ქრონიკული ოტიტის აუცილებელი კლინიკური ნიშანი.

როგორც ნებისმიერი ოტორეა არის ოტოსკოპიის და ყურის დეტალური კვლევის ჩვენება, ასევე, ნებისმიერი ჰიპოაკუზია და ინფექციური ენცეფალოპათია არის ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარების ჩვენება.

პროგრესირებადი ქრონიკული ოტიტების დიდი ჯგუფი სამ ძირითად ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:

— დახურული დაფის აპკის მქონე სეროზული ოტიტები;
— ღია (პერფორირებული) დაფის აპკის მქონე სეროზული ოტიტები;
— ქოლესტეატომური ოტიტები;

აღსანიშნავია, რომ ადჰეზიული ოტიტების და ტიმპანოსკლეროზის პროგნოზი უცნობია.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები