ქრომატული გამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქრომატული გამა – ტემპერირებული ბგერათა რიგის ყველა ბგერის ქრომატული გამა შედგება 12 ბგერისაგან, ინტერვალი მეზობელ ბგერებს შორის ნახევარი ტონია. ქრომატული და დიატონური ნახევარი ტონების მონაცვლეობის რიგი დამოკიდებულია კილოებრივ მიხრილობაზე (მაჟორი და მინორი), აგრეთვე მოძრაობის მიმართულებაზე (აღმავალი ან დამავალი).