ქორქაულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორქაულა − ქორქაულა აჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში იყო. ბოტანიკური და სამეურნეო ნიშან-თვისებათა შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ იგი პონტოური წარმოშობის იყო და აჭარის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნოდა. წარსულში ქორქაულა მაღლარების სახით შუა და ზემო აჭარის რაიონებში − ქედასა და ხულოში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. პროდუქციას ძირითადად ყურძნად ხმარობდნენ ანდა შესქელებულ ყურძნის წვენს − ბექმეზს ამზადებდნენ. ქორქაულა საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის ყურძნის და ღვინის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა.



ლიტერატურა

რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:358.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები