ქორიძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ქორიძე – დაიბადა 1954 წლის 1 აპრილს სამტრედიაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, თბილისის მუხიანის №26 საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ლიტერატურული საქმიანობა
თეიმურას ქორიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები და ესეები.
- მე და შენ
- ორთავეს სხვა გვქონია ბედი,
- ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
- შენ – ცისკენ აღერილი გედი,
- მე – ზღვაში ჩაძირული ანძა.
- შენ – ლაღად მოდრეიფე ზვირთი,
- მე – ნაპირს მიმსხვრეული ტალღა,
- შენ – მარად დაუმცხრალი ნიჭი,
- მე – მხოლოდ დადუმება, დაღლა.
- შენ – ნისლი მოცურავე მთა-მთა,
- შენ – მზეში მობინავე ვარდი,
- მე – სევდა ფოთოლცვენის ჟამთა
- და უხმოდ შენახული დარდი…
- გზად ათას ნაფეხურებს ტოვებს
- კვლავ წყვილთა უსასრულო წყება...
- მე – შენში აღმაფრენა ვპოვე,
- შენ – ჩემში ცრემლები და წყენა...
- და უხმოდ მიმატოვე მარტო,
- და კარი მომიხურე ცივად...
- მე ფიქრთა ქარავანი მაკრთობს
- და გული უსასრულოდ მტკივა.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი პოეტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს წევრები
- საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრები
- ქორიძეები