ქვეშეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვეშეთი

ქვეშეთი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მთიულეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 31 სოფელს: არახვეთი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, გვიდაქე, გოგნაური, ზაქათკარი, ზემო მლეთა, იუხო, კაიშაურნი, ლაკათხევი, მანასეური, ნადიბანი, ნაღვარევი, სალაჯური, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, ქვემო მლეთა, ქვეშეთი, ყველანი, ჩოხელნი, წკერე, ხარხეთი, ჯაღმიანი). ზღვის დონიდან 1300 მეტრი, დუშეთიდან 65 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 257 ადამიანი.

სახელწოდება

ქვეშეთი გვიანდელი დასახლებული პუნქტია, იგი XIX საუკუნის შუა წლებიდან დაფუძნებულა. ამიტომაც არის, რომ ამ სოფლის არსებობა უცნობია ვახუშტი და იოანე ბატონიშვილებისათვის. ადგილობრივ სწორად განმარტავენ მის წარმოშობას: „დიდველის“ დაბლაა, ქვეშ არი და ქვეშეთი იმიტომა ჰქვია“.

მართლაც, ტოპონიმი მსაზღვრელდაკარგულ სახელად მოჩანს. იგი რაღაცის ქვეშეთია, რომელიღაც ობიექტის ძირში, ქვემოთ მდებარე ადგილია. ასეთად კი უნდა იგულისხმებოდეს საყოველთაოდ ცნობილი ჯვრის უღელტეხილი თავისი ურთულესი რელიეფითა და ზიგზაგად, ქარაფების თავზე გაყვანილი სამხედრო გზით. სოფელი მლეთა და უფრო ცოტა ქვემოთ-ქვეშეთი (ძველი ქიმბარიანის კუთვნილი მიწები) მართლაც გზა – კიბის ქვეშეთად მოჩანს. სახელრქმევის მოტივაცია სრულიად გამართლებულია.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები