ქვემო ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნიჩბისის სამხრეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. XVIII საუკუნეში ეკლესიის ქვედა ნაწილისათვის გასამაგრებლად შემოუშენებიათ ახალი კედელი (სისქე 0,65 მ), რომელიც შემოსილია კარგად გათლილი კვადრებით.

ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა (16,7 X 15 მ), ნაშენია ნატეხი ქვით, კუთხეებში კარგად გათლილი კვადრებია გამოყენებული. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ სვეტს ეყრდნობა. ყველა მკლავში თითო სარკმელია. პატარა სარკმლები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსში თითო სარკმელი და მცირე ნიშებია. ეკლესიის შიდა კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ფასადები XVIII საუკუნეში უხვად მოურთავთ, მაგრამ მორთულობა მშრალი და მდარეა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები