ქვაპურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვაპურა

ქვაპურა – (Bupleurum wittmannii Steven.); ოჯახი: ქოლგოსნები (Apiaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 20-60 სმ. შუა ნაწილიდან ან ძირიდანვე დატოტვილი. ღეროსეული ფოთლები მალე ჭკნება. ღეროსეული ქვედა ფოთლები გულისებური ფუძითაა, წაწვეტებული ან მობლაგვო. შუა და ზედა ფოთლები გახვრეტილია მომრგვალო კვერცხისებურად ან მომრგვალოდ, ყვავილედი 7-12-სხივიანი ქოლგაა, საბურველაკის ფოთოლაკები ყვითელია, თანაბარი ზომისა და ქოლგაკებს ოდნავ აღემატება. ყვ. ნაყ. V-VI. მშრალი ჰაბიტატების მცენარეა. იზრდება ღია, მშრალ ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. საქართველოში გვხვდება შიდა და ქვემო ქართლში, არის ჯავახეთშიც.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები