ქვაბისხევის წმინდა მარიამის მიძინების ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქვაბისხევის წმინდა მარიამის მიძინების ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის ხეობაში, მის მარცხენა მხარეს მდებარე ხევში კლდოვან შემაღლებაზე, ქ. ბორჯომიდან 20 კმ მანძილზე. ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა, ნაგები ნატეხი ქვით. ძველად აქ სამონასტრო კომპლექსი იყო.