ქევანიშვილი ეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკა ქევანიშვილი

ქევანიშვილი ეკა − (1979), ქართველი ჟურნალისტი და პოეტი. აქტიურ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს 2000 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „რეზონანსის“, „ახალი ვერსიის“, რადიო „მწვანე ტალღის“ რეპორტიორი. 2008 წლიდან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი და ვიდეო რეპორტიორი. მუშაობდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, იყო გადაცემების ავტორი და წამყვანი რადიო „მწვანე ტალღაზე“. არის მრავალი სტატიის და მოკვლევის ავტორი. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, გამოცემული აქვს კრებულები: „ჭორია“ (2006), „აქ ნუ დადგებით“ (2010), „სახლის გაყიდვა“ (2013).


რატომ არ ვუყვარდი
ხანდახან მგონია,
ვიღაცას რაღაცას დავპირდი
და არ შევასრულე.
შევძვრები პირად შეტყობინებებში
და მოვყვები ბოლოდან.
ვკითხულობ სიფრთხილით, დაჟინებით.
ვინმეს უპასუხო კითხვა ხომ არ დავტოვე.
ვინმე უკან ხომ არ გავაბრუნე.
მგონია, რომელიღაც უკაცრიელ სოფელში
ვიღაც დამრჩა მარტო, თავსხმაში.
მე კი გზა მშვიდად გამოვაგრძელე.
ვიღაც უხეიროდ მივატოვე.
ხანდახან საქმიან წერილებში
მინდა ვიპოვო პასუხი,
რატომ არ ვუყვარდი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები