ქასური გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქასური გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოდან ზედაზნისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. აგებულია VI საუკუნეში.

აღწერილობა

ქასური გიორგის ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა. (10,5 X 12,9 მ.), ნაგებია ქვით. შემოსასვლელი სამხრეთიდანაა, ეკლესიის ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი სარკმელი და პატარა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილ-წყვილი პილასტრებია. სამხრეთ ეკლესიაში აღმოსავლეთით კვადრატული სათავსია, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდება. ამავე ეკლესიაში დასავლეთით მდებარე სათავსი მისგან თაღითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ ეკლესია განივი კრდლით გაყოფილია ორ ნაწილად. დასავლეთ ნაწილი ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისას. ორივეს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს შუა ეკლესიიდან. აღოსავლეთის სათავსს აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელში - თითო ნიში. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს მარტივი თავსართი აქვს. ეკლესიის კედლები დასრულებულია ლავგარდანით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები