ქამრუსეფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქამრუსეფა – (ხეთ.) ქალღმერთი, ოჯახში სიმშვიდისა და სიკეთის მომტანი, ოჯახური სიმყუდროვისა და კეთილდღეობის განსახიერება. მონაწილეობას იღებს ბავშვის „ნათლობაში“. იგი, თუმცა უშედეგოდ, ცდილობს განრისხებული თელიფინუს დამშვიდებას, მის გულის მოგებას; ესარჩლება ჭექა-ქუხილის ღმერთთან ციდან ჩამოვარდნილ მთვარეს. ქამრუსეფას საოჯახო-სამეურნეო საქმიანობაში ჩაბმულსაც ვხედავთ: მზის ღმერთთან ერთად საჩეჩელს უზის და ცხვრის მატყლს ჩეჩავს, მერე წყალში რეცხავს... გაპარსულ ცხვარს ბეწვს უვარცხნის – სავარცხელი მისი ატრიბუტია.