ქალანგანაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალანგანაგ-ი (ოს. Кæлæнгæнæг)ექიმბაშები, მკითხავები; როგორც წესი, დედაბრები, რომლებიც ხალხური მედიცინის გამოყენებით თანასოფლელებს მკურნალობდნენ, ასევე „ანთავისუფლებდნენ“ ხატზე გადაცემულებს, მოჯადოებულებსა და გათვალულებს. მათ ხშირად იწვევდნენ ბებიაქალებად („ავღადგასი“), განსაკუთრებით მძიმე მშობიარობის დროს, ან მშობიარობის პროცესში თუ ადრეულ ასაკში ბავშვების სიკვდილის შემთხვევებში. ქალანგანაგებს სამისნოდ და შესალოცად თავიანთ საღამოებზე ქალიშვილებიც ეპატიჟებოდნენ. ქალანგანაგი გაწეული სამსახურისთვის სათანადო გასამრჯელოს იღებდა.


ლიტერატურა

  • Тхостов И. Знахари и знахарки в Осетии // Кавказ. 1868. № 5; ТВ. 1868. № 22;
  • Чибиров Л. А. Ранние формы народных верований // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები