ქავთარაძე გიორგი (მსახიობი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი (გოგი) ქავთარაძე – (დ. 2 აპრილი, 1940, თბილისი — გ. 20 დეკემბერი, 2020, თბილისი) — მსახიობი, რეჟისორი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (01.01.1982), აფხაზეთის სახალხო არტისტი (01.01.1984). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
განათლება – საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1967).
სამუშაო გამოცდილება
- მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, მსახიობი (1958-1963)
- რუსთაველის თეატრის მსახიობი (1963-1969)
- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი (1969-1972)
- რუსთაველის თეატრის მსახიობი და რეჟისორი (1972-1976)
- ქუთაისის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1976-1982)
- სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-1992)
- გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1992-1999)
- რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1999-2004)
- შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი (2004-2008)
- შემოქმედებითი კავშირის "საქართველოს თეატრალური საზოგადოება" თავმჯდომარე (2010-)
პარლამენტის წევრი
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომპარტიისაგან;
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.
პრემიები
- საქართველოს სახელმწიფო პრემია (01.01.1987)
- მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (01.01.1987)
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (01.01.1992)
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი მსახიობები
- ქართველი რეჟისორები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს სახალხო არტისტები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- ქავთარაძეები