ქადაგიძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ქადაგიძე

ქადაგიძე ნინო − (1978), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი სპეციალობით რომანისტიკა (ფრანგული ენა და ლიტერატურა), ასევე − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიტერატურათმცდონეობის განხრით. ერთი პოეტური კრებულის – „მეტრფე“ – ავტორი და პროზაული კრებულისა − „ცერცვისტოლა ამბები“; იბეჭდება პერიოდულ ლიტერატურულ გამოცემებში. პოეტური მინიატურები


* * *
ღმერთმა კიდევ ერთი ცოდვა აპატია,
როცა წვიმის შემდეგ
მისი საფლავის ჩაღრმავებული ჯვრიდან
ჩიტებმა წყალი დალიეს.
* * *
ბაღში
პაპის დარგული უკანასკნელი ხე მოჭრეს,
დავინახე როგორ წამექცა
ხელდახელ
გამხმარი ბერიკაცი.
* * *
„აღარ მიყვარხარ!” −
საყვარელი ფინჯანივით გატეხილი
სიტყვის ნამსხვრევები.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები