ფჰარმათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფჰარმათ-ი (ჩეჩნ. ПхIармат) – ნართული ეპოსის ჩეჩნური ვერსიის პერსონაჟი, ნართ-ერსთხოელი მჭედელი, რომელმაც ჭექა-ქუხილის ღვთაებას – სიელას – ცეცხლოვან მუგუზალი მოსტაცა და ადამიანებს გადასცა. განრისხებული სიელას ბრძანებით იგი ბეშლოამის თოვლიან მწვერვალზე მიაჯაჭვეს. ასე დასჯილ ფჰარმათს ფრინველთა მეფე ფოლადის ნისკარტით დროდადრო ღვიძლს უკორტნის. მართალია, კავკასიაში პრომეთეული ციკლის მითები უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, რაზედაც ბერძენი მწერლებიც გვამცნობენ, მაგრამ ფჰარმათის შესახებ თქმულებას აშკარად ეტყობა მთხრობლისა თუ რედაქტორის უნებლიე თუ ნებსითი ცდა, ფოლკლორულ ვერსია პოპულარულ ლიტერატურულ ვარიანტს დაუახლოოს.

ლიტერატურა

Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები