ფუძე-გრუნტების კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუძე-გრუნტების კლასიფიკაცია – ითვალისწინებს მათ დაყოფას მსგავსი ნიშნების მიხედვით, სახელდობრ:
ა) კლასი – სტრუქტურული კავშირების ხასიათის მიხედვით;
ბ) ჯგუფი – წარმოშობის მიხედვით (გენეტიკური ნიშნით);
გ) ქვეჯგუფი – ჩამოყალიბების პირობების მიხედვით;
დ) ტიპი – პეტროგრაფიული აგებულებით, გრანულომეტრიული შედგენილობითა და არაერთგვაროვნობის ხასიათის მიხედვით;
ე) სახეობა – სტრუქტურის, ტექსტურის, აგებულების სიმკვრივისა და ჩანართების მიხედვით;
ვ) ნაირსახეობა – ფიზიკური, ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებებითა და მდგომარეობით.

გრუნტი იყოფა 2 კლასად:
ა) კლდოვანი გრუნტი, რომელსაც მიეკუთვნება ამოფრქვეული, დანალექი და მეტამორფული ქანები ხისტი სტრუქტურული კავშირებით ნაწილაკებს შორის, განლაგებული მთლიანი ან მასივების სახით;
ბ) არაკლდოვანი გრუნტები, რომლებსაც მიეკუთვნება მსხვილნატეხოვანი, ქვიშოვანი და მტვროვან-თიხოვანი გრუნტები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები