ფუტკრის რძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუტკრის რძე - გამოყოფს სპეციალური ჯირკვლები. ფუტკარი რძით კვებავს სადედეებში მყოფ ბარტყს. ფუტკრის რძეს აქვს მოყვითალო თეთრი ფერი, მომჟავო სუნი და თავისებური გემო. მის შედგენილობაში შედის წყალი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვა ნივთიერებები. ფუტკრის რძე გამოიყენება მედიცინაში და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მოიპოვებენ მას სპეციალურ საფუტკრეებში.