ფურკრუა ანტუან ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტუან ფრანსუა ფურკრუა

ანტუან ფრანსუა ფურკრუა – (ფრანგ. Antoine François de Fourcroy, 1755-1809 წ.), ფრანგი ქიმიკოსი, მან აღმოაჩინა ელექტრული დენის სითბური მოქმედება.

დაიბადა 1755 წ. 15 ივნისს, პარიზში და ამავე ქალაქში გარდაიცვალა 1809 წლის 17 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჩატარებული ცდები წარმოადგენს ელექტროტექნიკაში ყველაზე მნიშვნელოვანს და ამ აღმოჩენის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ფურკრუას სახელი საქვეყნოდ არ არის ცნობილი. ეს ფაქტი შეიძლება თავისებურად სიმბოლურადაც ჩაითვალოს. ფურკრუას მთელი ცხოვრება მძიმე იყო, მატერიალურ უზრუნველყოფაზე განუწყვეტელი ზრუნვით და მრავალი წლის სიღატაკით გაატარა ცხოვრება. ფურკრუა ძველი აზნაურული მთლად გაღარიბებული ოჯახიდანაა წარმოშობილი. რომელმაც ვერ შეძლო მისთვის შესაფერისი განათლების მიცემა. მას ეხმარებოდა იმ დროს ცნობილი ბუნების მკვლევარი დ'აზირი. ფურკრუა მუსიკასა და პოეზიას ელტვოდა, თუმცა, რაკი დ'აზირმა საშუალება მისცა, მთელი სიცოცხლე მედიცინას მიუძღვნა. მატერიალურად გაჭირვებულმა ღარიბმა სტუდენტმა ძლივძლივობით დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და შეძლო საექიმო პრაქტიკის დაწყება. მაგრამ გრძნობდა სამეცნიერო გამოკვლევებისადმი მისწრაფებას და ავადმყოფების მკურნალობის მაგივრად ქიმიის შესწავლა დაიწყო. იყო ლავუაზიეს ერთ-ერთი პირველი მკვლევარი და თანამშრომელი. მასთან ერთად გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი, მიძღვნილი ახალი ქიმიური ნომენკლატურისადმი. 1784 წ ქიმიის პროფესორი გახდა და სწორედ მაშინ გამოამჟღავნა ელექტრობისადმი ინტერესი.

ფურკრუა იყო პირველი ადამიანი, რომელიც თავის ლექციებზე ატარებდა ელექტრობის ცდებს. ამასთან ერთად ატარებდა კვლევით სამუშაოებს, აკვირდებოდა გალვანური დენების გავლას სითხეებში.

ამ ცდების დროს აღმოაჩინა, რომ გალვანურ წრედში ჩართული ცუდად გამტარი მავთული გაწითლებამდე ხურდებოდა. ეს აღმოჩენა, რომელიც აკავშირებს ელექტრულ წინააღმდეგობას დენის ძალასა და ძაბვას, 1800 წელს გახდა ცნობილი. ამგვარი დამოკიდებულება განსაზღვრა და მათემატიკურად დაასაბუთა 27 წლის შემდეგ გეორგ სიმონ ომმა.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები