ფსოვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეთრკუდა არწივი, (ფსოვი) – (Haliaeetus albicilla), შავარდნისნაირი ქორისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძეა 75-100 სმ, ფრთების შლილი — 2-2,5 მ. მოიცავს 8 სახეობას.
საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გავრცელებული იყო ახალციხის, აწყურისა და ბორჯომის მიდამოებში, მდინარე ქვაბლიანის სათავეებში. ამჟამად შემორჩა მხოლოდ ჯავახეთში, წყალსატევების სიახლოვეს. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი, ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.